
"რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია" - ბრიტანული დაზვერვა
03/06/2022 08:06:02 ევროპა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს.
3 ივნისის ანგარიშში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეასე დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზანს - კიევის და უკრაინის სახელმწიფო მართვის ცენტრების დაპყრობას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების და ტაქტიკურად ცუდად შესრულების გამო, თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა ოპერაციის კონცეფცია შეცვალა და დონბასზე კონცენტრირებული გახადა.
ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთს დონბასში აქვს ტაქტიკური წარმატება და რუსი სამხედროები შეტევების დროს ტემპს და ინიციატივას ინარჩუნებენ. ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ზე მეტს და უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, სრული კონტროლიც მოიპოვოს, თუმცა, დიდი რესურსის დახარჯვითა და ძირითადი საშუალებების ერთ პატარა მონაკვეთზე კონცენტრაციით.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებითვე, ფრონტის სხვა მიმართულებებით რუსეთის ძალებმა ვერაფერი შეძლეს და თავდაცვის რეეჟიმზე გადავიდნენ.