Accentnews.ge
მოსკოვში, მოჟაისკის რაიონში მდებარე მრავალსართულიან ბიზნეს-ცენტრში ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

მოსკოვში, მოჟაისკის რაიონში მდებარე მრავალსართულიან ბიზნეს-ცენტრში ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

03/06/2022 07:33:04 მსოფლიო

მოსკოვში, მოჟაისკის რაიონში მდებარე მრავალსართულიან ბიზნეს-ცენტრში ძლიერი ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, შენობის ზედა სართულებზე შესაძლოა, ადამიანები რჩებოდნენ. ხანძარს მაქსიმალური სირთულის კატეგორია მიენიჭა.

ადგილზე 86 მაშველი მეხანძრე მუშაობს.

დაზარალებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რიგი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხანძარს წინ უძღოდა აფეთქების მსგავსი ხმა, რომელიც მეორე სართულზე გაისმა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S