
100 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
03/06/2022 07:28:35 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 30 950 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 3 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 30 950 (+100 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1 367 (+4),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 366 (+12),
- საარტილერიო სისტემები - 661 (+14),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 207,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 95,
- თვითმფრინავი - 210,
- ვერტმფრენები - 175,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 329 (+4),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 535 (+14),
- სპეციალური აღჭურვილობა - 51,
- საკრუიზო რაკეტა – 121 (+1).
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი ზარალი ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.
მოსკოვს ბოლო დროს უკრაინის წინააღმდეგ ომში საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მარტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში 10000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 15 აპრილს ქრისტო გროზევმა, Bellingcat-ის საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის დირექტორმა განაცხადა, რომ იმ დროს რუსეთის ფედერაციამ დაკარგა მინიმუმ 16000 სამხედრო.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო, მაგრამ უკრაინელების წინააღმდეგობის გამო ვერ მიაღწია სასურველს, კერძოდ კიევის აღებას. 22 აპრილს რუსეთმა გამოაცხადა ახალი გეგმები უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ „მეორე ფაზის“ დროს: დაამყარონ სრული კონტროლი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა უზრუნველყონ სახმელეთო დერეფანი ანექსირებული ყირიმისთვის და მიეღოთ წვდომა დნესტრისპირეთში. თუმცა, დასავლური დაზვერვის თანახმად, რუსეთის წარმატებები დონბასში შეზღუდულია და მიღწეულია რუსული ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგებით უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო.