Accentnews.ge
ამერიკულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია პუტინის ავადმყოფობისა და მასზე თავდასხმის მცდელობის შესახებ – Newsweek

ამერიკულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია პუტინის ავადმყოფობისა და მასზე თავდასხმის მცდელობის შესახებ – Newsweek

03/06/2022 07:01:46 მსოფლიო

ამერიკულ დაზვერვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ავადმყოფობის და მასზე თავდასხმის მცდელობის შესახებ აქვს ინფორმაცია,– იუწყება ამერიკული გამოცემა Newsweek სამ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, სამივე წყარო იცნობს ამერიკული დაზვერვის საიდუმლო მოხსენებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მაისში მომზადდა.

ამ მოხსენების მიხედვით, პუტინმა სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს გამო, აპრილში გაიარა მკურნალობის კურსი და საჯაროდ ამის შემდეგ გამოჩნდა. ხოლო მასზე თავდასხმის მცდელობა მარტში იყო.

ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეფასებით, პუტინის ძალაუფლება ძლიერია, თუმცა, უკვე აღარ არის აბსოლუტური: "კრემლის შიგნით ბრძოლა ასეთი ინტენსიური არასდროს ყოფილა და ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა".

Newsweek-ის წყაროები ამბობენ, რომ პუტინი სულ უფრო ღრმად შედის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ პარანოიაში, რაც არაპროგნოზირებადს ხდის მის შემდგომ მოქმედებას უკრაინაში. ამასთან, პუტინის იზოლაციის გამო, ამერიკული დაზვერვისთვის რთულია რუსეთის პრეზიდენტის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტად შეფასება.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ Newsweek-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მიიღო განცხადება, რომ ამერიკულ დაზვერვას მსგავსი შეფასებები აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S