Accentnews.ge
მედვედევი: "თუ კიევი აშშ-ის იარაღით რუსეთს დაარტყამს, გადაწყვეტილების ცენტრებს გავანადგურებთ"

მედვედევი: "თუ კიევი აშშ-ის იარაღით რუსეთს დაარტყამს, გადაწყვეტილების ცენტრებს გავანადგურებთ"

03/06/2022 06:50:16 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინელების გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე იერიშით იმუქრება, თუ კიევი აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით თავს რუსეთის ტერიტორიას დაესხმება.

"იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღების ეს ტიპები გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ დარჩება სხვა არჩევანი, გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე იერიშის მიტანით ქმედების გარდა", – თქვა მედვედევმა.

მედვედევმა განმარტა, რა იგულისხმა გადაწყვეტილების ცენტრებში:

"ყველასთვის გასაგებია თუ რა ცენტრებია ესენი. ესენია თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველაფერი, რაც გნებავთ. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ცენტრები, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კიევის ტერიტორიაზე არც კი იმყოფება. ამიტომაც, ეს უპირობოდ არის საფრთხე, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული".

1 ივნისს აშშ-მა უკრაინისთვის HIMARS-ის რიპის სარაკეტო სისტემების გადაცემა გადაწყვიტა, დიდმა ბრიტანეთმა კი კიევს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტეები გადასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S