მედია – რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს
03/06/2022 06:08:51 მსოფლიო
რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს.
მანევრებში 40-ზე მეტი საბრძოლო გემი, ასევე 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენები ჩაერთვებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამეთაურო გემი „მარშალ კრილოვი“, ასევე ფრეგატი „მარშალ შაპოშნიკოვი“, ნავსაწინააღმდეგო გემები და კორვეტები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გემები ავიაციასთან ერთად პირობითი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების სამძებრო ოპერაციებს ჩაატარებენ.


