
რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგურიდან $150 მილიონის ტექნიკა გაიტაცეს – WP
02/06/2022 18:20:01 ევროპა
რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან დაახლოებით 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გაიტაცეს,- იუწყება The Washington Post.
"რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა წაიღეს 690 კომპიუტერი, 344 მანქანა, 1500 დოზიმეტრი, თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და ელექტროსადგურის მუშაობისთვის საჭირო მრავალი შეუცვლელი მოწყობილობა",–განაცხადა ელექტროსადგურის ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორიის დირექტორმა ნიკოლაი ბესპალიმ.
ჩერნობილის აკრძალული ზონის მართვის უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევჰენ კრამარენკომ თქვა, რომ ექსპორტირებული მოწყობილობების ნაწილი აღჭურვილია GPS ტრეკერებით:
"ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი მათგანი [მოწყობილობა] მდებარეობს ბელორუსში, საზღვრის გასწვრივ. მეორე ნაწილი მინსკში, გომელსა და სხვა ქალაქებშია".
მანამდე პროექტმა "ბელარუსკი გაიუნ" გამოაქვეყნა მონაცემები რუს სამხედროებზე, რომელიც უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ მოზირიდან, საკურიერო სამსახურის ოფისის საშუალებით 2 აპრილს სახლებში მსხვილმასშტაბიანი ამანათები გაგზავნეს. როგორც გამოძიების ავტორები ამბობენ, ჯარისკაცებმა ერთ დღეში ორ ტონაზე მეტი ნივთები გაგზავნეს.რუსული მხარე უარყოფს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ძარცვის შემთხვევებს.