Accentnews.ge
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

02/06/2022 18:14:38 საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი მოგებით 4:0 გახსნა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა გიბრალტარის ნაკრებს თბილისის „დინამო არენაზე“ უმასპინძლა.

ერთა ლიგის C დივიზიონში, საქართელოს ნაკრები მეოთხე ჯგუფშია, გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად. 5 ივნისს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად დაუპირისპირდებიან ბულგარეთის ნაკრებს, 9 ივნისს ასევე გასვლით შეხვედრას გამართავენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან. 12 ივნისს კი ბულგარეთს უკვე საქართველოში დაუხვდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S