Accentnews.ge
აშშ-ის ახალი სანქციები ზახაროვასაც შეეხო

აშშ-ის ახალი სანქციები ზახაროვასაც შეეხო

02/06/2022 16:39:01 მსოფლიო

უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ პირთა შორის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, კრემლის პროპაგანდისტი მარია ზახაროვაც.

სანქცირებულ პირთა შორის ასევე არიან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, მონაკოში დაფუძნებული იახტების კომპანია Imperial Yachts, რომელსაც მოსკოვში დაბადებული ევგენი კოჩმანი აკონტროლებს. ეს კომპანია რუს ოლიგარქებს ემსახურება.

კომპანიებისა და კერძო პირების გარდა სანქციები შეეხო რამდენიმე იახტასაც, რომელთაც რუსული ელიტები იყენებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S