Accentnews.ge
"პუტინი ფულს კვლავ იღებს, თუმცა დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" – ჰაბეკი

"პუტინი ფულს კვლავ იღებს, თუმცა დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" – ჰაბეკი

02/06/2022 15:41:20 ევროპა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის თქმით, მოსკოვის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.

იმავდროულად, გერმანელი მინისტრი ფიქრობს, რომ ბერლინმა მეტი უნდა გააკეთოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად.

"რუსეთის ეკონომიკა ინგრევა". - თქბა ჰაბეკმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.

მისი თქმით, გერმანიამ რუსეთის ეკონომიკის ნგრევაში საკუთარი წვლილი შეიტანა – მარტში, რუსეთში ექსპორტის 60%-ით შემცირებით. აპრილის მონაცემებით კი ეს რიცხვი უფრო გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებში მონაწილე გერმანიის მოკავშირე ქვეყნებს, ჰაბეკის თქმით, გასულ თვეებში რუსეთში ექსპორტები 53%-ით დაეცა, ნეიტრალური პრორუსულ ქვეყნებში კი 45%-ით.

"პუტინი ფულს კვლავ იღებს, თუმცა დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს". - აღნიშნა ჰაბეკმა.

მისი თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთმა დაკარგა წვდომა ისეთ ნაწილებზე წვდომა, რომელიც ომში ბრძოლისთვის აუცილებელია. მაგალითად, "თვითმფრინავების უსაფრთხოების განახლებისთვის აუცილებელი ნაწილები, ამის შედეგად ამ თვითმფრინავებს ფლოტიდან ახლო მომავალში დაითხოვენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S