"უკრაინის ტერიტორიის 20%-ს ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ"
02/06/2022 11:34:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
მისი თქმით, შეტაკებები ფართო ტერიტორიაზე მიმდინარეობს და 2 603 დასახლებული პუნქტია გასათავისუფლებელი.
„ევროპული სახელმწიფოების უმეტესობისთვის ამ მასშტაბის ომი უკვე კოლოსალური იქნებოდა, თუმცა რუსეთმა აჩვენა, რომ ეს არ იყო მისი მასშტაბები. მან აჩვენა რომ მისი ბოროტება გაცილებით დიდია. რუსი სამხედროები უკრაინაში 3 620 დასახლებაში შევიდნენ, 1 017 უკვე გათავისუფლდა, 2 603 რჩება გასათავისუფლებელი. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს, თითქმის 125 000 კვ.კმ-ს ოკუპანტები აკონტროლებენ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ყველა ბენილუქსის [ბელგია, ნიდერლანდები,ლუქსემბურგი] ქვეყნის ტერიტორიის ჯამური ფართობია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 300 000 კვ.კმ-მდე ფართობის ტერიტორია დანაღმულია.
ზელენსკის თქმით, ქვეყნის შიგნით დევნილად 12 მილიონი უკრაინელი იქცა, ქვეყნის დატოვება კი 5 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია.


