რუსეთში ბოტოქსის დეფიციტის გამო შიშობენ
02/06/2022 08:37:10 მსოფლიო
რუსეთში ბოტულინოთერაპიაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა კოსმეტოლოგიური კლინიკები ბოტოქსის მარაგების ამოწურვის გამო შიშობენ,– წერს რუსული „კომერსანტი“.
მარტში წამლის მწარმოებელმა - ამერიკულმა AbbVie-მ გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში მიწოდების შეჩერების შესახებ. მიმწოდებელი Ipsen–ითა და Merz–ით შეცვალეს, თუმცა მაგრამ მათი იმპორტი მცირდება და კლინიკები ჯერ არ არიან მზად, ხოლო კლინიკები რუსულ ანაგოლზე მასობრივად გადასასვლელად, ჯერ მზად არ არიან.
იანვარ-მარტში რუსეთის ფედერაციაში ნაოჭების აღმოსაფხვრელად გამოყენებადი ბოტულინის ტოქსინების იმპორტი სამჯერ შემცირდა (წლიური თვალსაზრისით, 74,5 ათას შეფუთვამდე). მხოლოდ ორი წამალი შეიტანეს: Dysport ფრანგული Ipsen-დან (მას შეადგენდა მთელი იმპორტის 73,8%) და Xeomin გერმანული Merz-დან. მათი მიწოდება წლიურად, შესაბამისად, 31%-ით და 3%-ით შემცირდა. 2021 წელს ბოტულინის ტოქსინის იმპორტის 25.3% მოდიოდა Allergan-ზე, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ AbbVie-ს და რომელმაც მიწოდება შეწყვიტა.


