Accentnews.ge
თურქეთში გააუქმეს კრემლის მხარდამჭერი პიანისტის სპექტაკლი

თურქეთში გააუქმეს კრემლის მხარდამჭერი პიანისტის სპექტაკლი

02/06/2022 07:35:14 მსოფლიო

სტამბოლში გაუქმდა პიანისტ ვალენტინა ლისიცას სპექტაკლი, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში,- იუწყება თურქეთში უკრაინის ელჩი.

"სტამბოლში ეგრეთ წოდებული არტისტის ვალენტინა ლისიცას სპექტაკლი გაუქმდა. ახლახან მივიღე ოფიციალური წერილი თურქული მხარისგან", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

მანაღნიშნა, რომ ლისიცამ, რომელმაც უკრაინის ერთ-ერთი ოკუპირებული რეგიონის „მოქალაქეობა“ მიიღო, ცოტა ხნის წინ მარიუპოლში კონცერტი გამართა აზოვსტალის დაბომბვის ფონზე და ღიად უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ ამ შემთხვევაში კულტურა არ შეიძლება, იყოს ომისა და პოლიტიკის მიღმა, რადგან მას რუსი აგრესორი იყენებს პროპაგანდისა და დანაშაულის გასამართლებლად. მადლობა თურქ მეგობრებს გადაწყვეტილების მიღებისთვის“,– წერს დიპლომატი.

მანამდე ლისიცას სპექტაკლი ბუდაპეშტში გაუქმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S