Accentnews.ge
უკრაინის პირველი ლედი: "ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობაა, ეს არ დაასრულებს ომს"

უკრაინის პირველი ლედი: "ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობაა, ეს არ დაასრულებს ომს"

02/06/2022 06:59:19 მსოფლიო

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა, რაც არ დაასრულებს ომს.

"უკრაინელები ვერ იღებენ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ხანდახან ვისმენთ ქვეყნის ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები", - აღნიშნა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში.

მან გაიმეორა ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი, სადაც რუსეთი შეტევაზეა კონცენტრირებული, კვლავ უკრაინული იქნება.

"მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ზელენსკამ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S