აშშ–ში, საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა
02/06/2022 06:44:20 მსოფლიო
აშშ-ის ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც პაციენტები, ასევე მედპერსონალიც. არიან დაშავებულებიც.
თავდამსხმელი 35-დან 40-წლამდე ასაკის მამაკაცია.
თავდასხმის მოტივი უცნობია.


