Accentnews.ge
ლიეტუვამ თურქეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის „ბაირაქტარების" შესყიდვის შესახებ

ლიეტუვამ თურქეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის „ბაირაქტარების" შესყიდვის შესახებ

02/06/2022 06:36:08 მსოფლიო

ლიეტუვამ ხელი მოაწერა თურქეთთან შეთანხმებას უკრაინის არმიის საჭიროებისთვის „ბაირაქტარის“ "დრონების" შესყიდვის შესახებ, - ამის შესახებ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.

„თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთის თავდაცვის სააგენტოს პრეზიდენტთან ისმაილ დემირთან ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ. ეს შეთანხმება გზას უხსნის “ბაირაქტარების” შესყიდვას“, - აცხადებს ანუსაუსკასი.

მისი თქმით, ამ მიზნით ლიეტუვის მოქალაქეებმა 3 დღეში თითქმის 6 მილიონი ევრო შეაგროვეს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S