Accentnews.ge
უკრაინა შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერის ჩაძირვის თაობაზე იუწყება

უკრაინა შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერის ჩაძირვის თაობაზე იუწყება

02/06/2022 06:33:19 მსოფლიო

უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრძოლების შედეგად თავს დაესხნენ მტრის სამ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო კატერი ჩაძირეს, - იუწყება უკრაინის ოპერატიული სარდლობა.

მისი ცნობით, რუსი სამხედროები კატარებს დნეპერ-ბუგის შესართავში მალავდნენ და ისინი დივერსიული და სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად მზადყოფნაში იყვნენ.

გარდა ამისა, უკრაინის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ერთი საზენიტო და ერთი თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა, 4 ტანკი, 4 ერთეული ბრონირებული და საავტომობილო ტექნიკა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S