Accentnews.ge
ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რომელიც სამიზნეს 80 კმ მანძილზე ანადგურებს

ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რომელიც სამიზნეს 80 კმ მანძილზე ანადგურებს

02/06/2022 06:26:30 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რათა დაეხმაროს ქვეყანას თავის დაცვაში რუსეთის წინააღმდეგ.

კერძოდ, ბრიტანეთი უკრაინას M270 ტიპის გამშვებებს მიაწვდის, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეზე დარტყმა შეუძლია.

"დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც საჭიროა მათი ქვეყნის დასაცავად. როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერაც უკრაინის მიმართ. ეს სარაკეტო სისტემები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემენ, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები იყენებენ, რათა გაანადგურონ ქალაქები", - აღნიშნა უოლესმა.

ამასთან, ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S