რომის პაპი: "საკვები არ შეიძლება, იარაღად იქცეს ომში"
01/06/2022 18:58:31 მსოფლიო
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ საკვები არ შეიძლება, იარაღად იქცეს ომში.
"ღრმა შეშფოთებას იწვევს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა. ექსპორტისა, რომელზეც მილიონობით ადამიანია დამოკიდებული, განსაკუთრებით უღატაკეს ქვეყნებში. მარცვლეულის, საბაზისო საკვების გამოყენება ომში იარაღად არ შეიძლება!“ - განაცხადა პაპმა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ გადაიჭრას პრობლემა და გარანტირებულ იქნეს ხალხის ფუნდამენტური უფლება საბაზისო საკვებზე.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან დაბლოკა უკრაინის პორტები და შეაჩერა ათასობით ტონა მარცვლეულის გატანა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნიდან. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთს ასევე ბრალი დასდეს უკრაინიდან მარცვლეულის მარაგის მოპარვაში.


