Accentnews.ge
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა

01/06/2022 16:41:39 რეგიონები, რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 1 ივნისი ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა.

მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა. პატარებისთვის მოეწყო საბავშვო კუთხე, მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სახე მოეხატათ. პარკში მოსული პატარა სტუმრები მერიამ ნაყინებით დაასაჩუქრა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცა.

ამასთან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარუდგინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S