Accentnews.ge
"ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს"

"ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს"

01/06/2022 16:01:00 მსოფლიო

ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივი პრეს–კონფერენციის დროს განაცხადა.

სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნება მიბოძეთ, შევაქო შეერთებული შტატები უკრაინისთვის გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე ყოველდღიურად. [...] ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდება და რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ამავდროულად, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ კონფლიქტის გამწვავება. [...] ალიანსი დაიცავს ნატო-ს ყველა მოკავშირეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო მეტი ნატო:

„ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ისტორიულია. ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხი და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ვიპოვოთ ერთიანი გზა. ამ მიზნით, მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ერდოღანთან და ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან“.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში მიიწვევს.

ამასთან, სტოლტენბერგმა ისაუბრა ნატო-ს მომავალ სამიტზე.

"ჩვენ შევათანხმებთ ნატო-ს შემდგომ სტრატეგიულ კონცეფციას, გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა და მოვემზადოთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქისთვის ისეთ ავტორიტარულ ძალებთან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S