Accentnews.ge
მეუფე იაკობი – სააკაშვილზე:  "ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია"

მეუფე იაკობი – სააკაშვილზე: "ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია"

01/06/2022 11:34:53 საზოგადოება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ძალიან დიდი წონა ჰქონდა და ცოტას თუ დაიკლებდა, მისივე ჯანმრთელობისთვისაა კარგი.

„ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით, ჯანმრთელბისთვის [კარგია], მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე წონის დაგდება, ისე, ძალიან კარგია თუ დაიკლო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეპისკოპოსმა იაკობმა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესაუბრნენ და სწორედ ამის შემდეგ იგი კლინიკაში გადაიყვანეს:

"ციხიდან რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ჩვენც გვქონდა ხელისუფლებასთან ამ თემაზე საუბარი და ხელისუფლებამ ძალიან მალე გადაიყვანა. სასამართლო სხდომებზეც დადის. უბრალოდ, გეტყვით მიშაზე რა ხდება, შევხედოთ ხალხის მდგომარეობას, ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა, ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს. გულსატკენი ის არის, რომ ჩვენ კანონი კი არ გვაინტერესებს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სამართლიანია. იმ ხალხს რას ვუპირებთ?! შერიგება რომ მოხდეს, მაშინ ხომ ყველა უნდა შევრიგდეთ. მისი გადარჩენაც ეგ იქნება. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნა არ მოსწონს, ციხეს ყველა ვერ უძლებს, გინდ პრეზიდენტი იყავი, გინდ-მეფე. გასაგებია, ან შიშები აქვს ან რაღაც და ახლა წონაშიც იკლებს. ჩემგან რა გნებავთ რომ გითხრათ? ხალხის აზრს გეუბნები და გული მტკივა ადამიანებზე, რომ ასე ინდიფერენტულები გახდნენ. მხარეებად დავიყავით, მოგწონთ ეს მხარეებად დაყოფა?".

ამასთან, მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებთ საზოგადოების აზრი ორად იყოფა:

„როგორც ვიცი, არის ექიმების ერთი ნაწილი, რომელიც მესამე სახელმწიფოში გადაყვანას ითხოვს, მაგრამ არიან ისინიც, რომლებიც ამბობენ, რომ რა სიმპტომებიც აქვს, აქ ჩვეულებრივ მკურნალობენ. ამიტომ, მეტი არაფერი ვიცი. არის ორ აზრი- ერთი აზრია, რომ უნდა გადაიყვანონ და მეორე აზრია, რომ აქაც ჩვეულებრივ მკურნალობენ. დიაგნოზი რა აქვს? რომ ვიცოდე დიაგნოზი რა აქვს, ვკითხავდი ექიმებს და მერე გეტყოდით“.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ანორექსია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად განუვითარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S