Accentnews.ge
ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობენ

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობენ

01/06/2022 10:33:00 საზოგადოება

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ორში, სიას საქართველოს ნაკრების წევრები ლიდერობენ.

63 კილოგრამში, რეიტინგს სათავეში უდგას ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე, ხოლო უმძიმეს წონაში - 130 კილოგრამში - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი იაკობ ქაჯაია. ბერძნულ-რომაულში, მსოფლიოს მოწინავე ათეულში სულ ექვსი ქართველია. რამაზ ზოიძე (67 კგ) მეორე ადგილს იკავებს, ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - მესამეს, ლაშა გობაძე (82 კგ) - მეექვსეს, ხოლო გიორგი მელია (97 კგ) - მეცხრეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს. გენო პეტრიაშვილი (125 კგ) თავის წონაში მეორე ნომერია, ნიკა კენჭაძე (79 კგ) - მეექვსე, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) - მერვე.

ჭიდაობაში 2022 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი სექტემბერში ბელგრადში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S