Accentnews.ge
შოლცი: "გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის"

შოლცი: "გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის"

01/06/2022 10:21:50 მსოფლიო

გერმანია უკრაინას IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია უწყვეტად ეხმარება უკრაინას და უკვე მიაწოდა 15 მილიონი ტყვია, 100 ათასი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

"სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მივაწვდით ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც გერმანიას აქვს IRIS-T-ის სახით", - თქვა შოლცმა.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა განსაკუთრებით ითხოვს მძიმე ტექნიკის მიწოდებას.

შოლცის თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები პარტნიორებთან რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის შემდგომი შეიარაღების გზებზე.

სამშაბათს კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს საბერძნეთს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S