Accentnews.ge
რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების დივიზიამ წვრთნები დაიწყო

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების დივიზიამ წვრთნები დაიწყო

01/06/2022 09:56:55 მსოფლიო

რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების დივიზიამ, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ივანოვოს ოლქშია დისლოცირებული, წვრთნები დაიწყო.

წვრთნებისას, რომელშიც 1000-მდე სამხედრო და 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა მონაწილეობს, გამოყენებულია სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსები „იარსი“. ოფიციალური მონაცემებით, ეს კომპლექსი აღჭურვილია მყარი საწვავის შემცველი, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით და სამიზნეების განადგურება შეუძლია 11 ათასი კილომეტრის მანძილზე.

უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან მალევე, 27 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს სტრატეგიული შეკავების ძალები.

სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარი კომპონენტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S