Accentnews.ge
ბაიდენმა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენები შემთხვევაში "სერიოზული შედეგების" შესახებ გააფრთხილა

ბაიდენმა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენები შემთხვევაში "სერიოზული შედეგების" შესახებ გააფრთხილა

01/06/2022 06:55:01 მსოფლიო

აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუმცა, როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, კრემლის რიტორიკა სახიფათოა და აფრთხილებს მოსკოვს, რომ ბირთვული დარტყმა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.

”ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი შეშფოთებულია ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში. მაგრამ რუსეთის რიტორიკა თავისთავად საშიში და უკიდურესად უპასუხისმგებლოა“,– ამბობს ბაიდენი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში ნებისმიერი ზომის ბირთვული იარაღის გამოყენება „აბსოლუტურად მიუღებელი იქნება შეერთებული შტატებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის“ და „სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S