UNICEF – 5,2 მილიონი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული
01/06/2022 06:26:29 მსოფლიო
გაერო–ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი, მათ შორის 3 მილიონი ბავშვი ქვეყნის შიგნით და 2,2 მილიონზე მეტი ლტოლვილთა მასპინძელ ქვეყნებში, ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
UNICEF–ს ცნობით, ყოველი სამი ბავშვიდან თითქმის ორი იძულებით გადაადგილებულია ომის გამო.
გაერო–ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, სულ მცირე, 262 ბავშვი დაიღუპა და ასობით სკოლა დაზიანდა.
”ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გარეშე, ბავშვებს კვლავ ზიანი მიადგებათ და ომის შედეგები გავლენას მოახდენს დაუცველ ბავშვებზე მთელს მსოფლიოში“ , - აცხადებენ “გაეროს ბავშვთა ფონდში“.


