Accentnews.ge
ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ

ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ

01/06/2022 05:47:11 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ქვეყნის სამხრეთში, კერძოდ, ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და იარაღის მხრივ, ჩვენი დამცველები ავლენენ უკიდურეს გამბედაობას. გვინდა, რომ ჩვენი ხალხი გავათავისუფლოთ, თუმცა ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S