კანადამ ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა
01/06/2022 05:40:41 მსოფლიო
კანადამ სანქციები დაუწესა რუსულ 4 კომპანიასა და რუსეთის 22 მოქალაქეს, რომელთა შორის არის ალინა კაბაევა. არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და მათ საერთო შვილებიც ჰყავთ.
სანქცირებულთა სიაში არიან "ალფა-ჯგუფის" მფლობელისა და მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის ორი ქალიშვილი, "ნოვიკომბანკის" ბორდის თავმჯდომარე ელენა გეორგიევა და სხვები.
20 მაისს კანადამ სანქციები რუსეთის 14 მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის იყვნენ რუსი ოლიგარქები, პუტინის გარემოცვის წევრები და მათი ოჯახები.
მაისში ალინა კაბაევას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.


