Accentnews.ge
პუტინის მიერ ომის გაჩაღებიდან სამი თვის შემდეგ მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინაში „სამოქალაქო ომის“ დასრულება სურთ

პუტინის მიერ ომის გაჩაღებიდან სამი თვის შემდეგ მოსკოვში აცხადებენ, რომ უკრაინაში „სამოქალაქო ომის“ დასრულება სურთ

31/05/2022 19:49:15 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს "სამოქალაქო ომს" უკრაინაში.

„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ მსგავს განწყობას კიევისგან ვერ ვხედავთ“,– განაცხადა სპიკერმა.

მატვიენკომ გაიმეორა პროპაგანდისტული თეზისი, თითქოს რუსეთს შეეძლო, სწრაფად დაესრულებინა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში, "მაგრამ მაშინ იქნებოდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში".

ფედერაციის საბჭოს სპიკერმა დასძინა, რომ ადრე "პრაქტიკულად მომზადდა შეთანხმება, რომელიც შეეფერებოდა უკრაინას და რუსეთს", როდესაც რუსეთმა გაიყვანა თავისი ჯარები კიევიდან და ხარკოვიდან.

თუმცა, მისი თქმით, შეთანხმებას ხელი არ აძლევდა „მათ, ვინც ახორციელებს გარე კონტროლს“.

შესწორება: 2014 წლიდან რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმი, ხოლო ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ნაწილი. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთის დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა უკრაინაში, რის მიზნადაც "დონბასის განთავისუფლება", უკრაინის "დენაციფიკაცია" და "დემილიტარიზაცია" დაასახელა. თუმცა კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ უკან დაიხია, კონცენტრირდა აღმოსავლეთ უკრაინაზე და "დენაციფიკაციასა" და "დემილიტარიზაციასთან" დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა.

რუსეთი ბომბავს მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ქვეყანაში დაიღუპა 4113 სამოქალაქო პირი, მათ შორის 264 ბავშვი. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაიღუპა 2337 ადამიანი, მათ შორის 144 - პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. დაჭრილია თითქმის ხუთი ათასი ადამიანი, მათგან 421 ბავშვია.

სიკვდილისა და დაჭრის ძირითადი მიზეზია საარტილერიო და საჰაერო დარტყმები.

გაეროს მიაჩნია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან მრავალი ცნობა დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ხოლო აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ინფორმაცია შეფერხებებით ვრცელდება. ეს ეხება, მაგალითად, ისეთ დასახლებულ პუნქტებს, როგორებიცაა მარიუპოლი, იზიუმი და პოპასნაია, სადაც, სხვადასხვა ინფორმაციით, სამოქალაქო პირთა სიკვდილისა და დაჭრის მრავალრიცხოვანი შემთხვევები დაფიქსირდა.

აღირიცხება მშვიდობიანი მოქალაქეების წამების, მკვლელობის ფაქტები. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა კიევის მისადგომები დატოვეს და ტერიტორია უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს, აღმოაჩინეს ასობით ნაწამები ადამიანის ცხედარი. მათგან ბევრს ხელები ჰქონდა შეკრული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S