Accentnews.ge
"გაზპრომმა" დანიურ კომპანიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

"გაზპრომმა" დანიურ კომპანიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

31/05/2022 18:17:53 ევროპა

დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Ørsted–მა დაადასტურა, რომ 1 ივნისიდან Gazprom მას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის მიზეზად კომპანიის მიერ რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის თქმა დასახელდა.

"ვრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების ერთგულნი, უარი ვთქვათ რუბლში გადახდაზე. მოვლენების ასე განვითარებისთვის ვემზადებოდით, შესაბამისად, ჩვენ კვლავ ველით, რომ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას". – აცხადებენ კომპანიაში.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "არამეგობრულ ქვეყნებთან" ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ.

რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S