Accentnews.ge
გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში 4000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში 4000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა

31/05/2022 18:12:07 ევროპა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ქვეყანაში დაიღუპა 4113 სამოქალაქო პირი, მათ შორის 264 ბავშვი,– იუწყება გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი კიევში.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაიღუპა 2337 ადამიანი, მათ შორის 144 - პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

დაჭრილია თითქმის ხუთი ათასი ადამიანი, მათგან 421 ბავშვია.

სიკვდილისა და დაჭრის ძირითადი მიზეზია საარტილერიო და საჰაერო დარტყმები.

გაეროს მიაჩნია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან მრავალი ცნობა დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ხოლო აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ინფორმაცია შეფერხებებით ვრცელდება. ეს ეხება, მაგალითად, ისეთ დასახლებულ პუნქტებს, როგორებიცაა მარიუპოლი, იზიუმი და პოპასნაია, სადაც, სხვადასხვა ინფორმაციით, სამოქალაქო პირთა სიკვდილისა და დაჭრის მრავალრიცხოვანი შემთხვევები დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S