Accentnews.ge
კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

31/05/2022 16:43:34 მსოფლიო

კანადამ რუსეთის 22 მოქალაქეს და ოთხ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

განახლებულ სიაში შედის ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ. სიაში ასევე ფიგურირებს მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის ორი ქალიშვილი, „ნოვიკომბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ელენა გრიგორიევა, ურალის სამთო-მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი ანდრეი კოზიცინი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ანატოლი ბრავერმანი, „სბერბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სერგეი მალცევი, ბანკ VTB-ის ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ კულიკი და სხვები.

იურიდიულ პირებს შორის, რომლებზეც ვრცელდება შეზღუდვები, არის „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მმართველი კომპანია“, „RVC-ის მმართველი კომპანია,“ „სელხოზბანკი“ და „ინვესტტორგბანკი“.

მანამდე, 20 მაისს კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 14 მოქალაქეს. მათ შორის ასევე იყვნენ „რუსი ოლიგარქები, მათი ოჯახების წევრები და ადამიანები პუტინის გარემოცვიდან“, იტყობინება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S