
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა, ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი– მედია
31/05/2022 16:25:14 ევროპა
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატი სერ ბობ ნილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი,- იუწყება Sky News.
მისივე ცნობით, 28 დეპუტატს ჯონსონის დაუყოვნებლივი გადაყენება წვეულებების სკანდალთან დაკავშირებით სურს, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ "ფართიგეითი" უწოდა. საუბარია პრემიერის მიერ მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.
ცნობისთვის: გასულ კვირაში აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით უფროსი საჯარო მოხელის სუ გრეის მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სრული პასუხისმგებლობაც აიღო, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა.