
გერმანია საბერძნეთს საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, რათა ათენმა უკრაინას საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს
31/05/2022 15:29:19 ევროპა
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, რათა ათენმა კიევს საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ საბერძნეთს გადავცემთ გერმანულ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს. შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან“, - განაცხადა მან.
შოლცს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს ბერლინი საბერძნეთს ან კონკრეტულად რა იარაღს გადასცემს ათენი კიევს.