Accentnews.ge
ნავალნი: „ახალი ბრალდება წარმიდგინეს, ჩემს განაჩენს კიდევ 15 წელი უნდა მიუმატონ“

ნავალნი: „ახალი ბრალდება წარმიდგინეს, ჩემს განაჩენს კიდევ 15 წელი უნდა მიუმატონ“

31/05/2022 15:12:22 მსოფლიო

პატიმრობაში მყოფ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის განცხადებით, მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

როგორც ნავალნი გამომძიებლებზე დაყრდნობით ამბობს, მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძვრება „ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის“ ბრალდებით, რაც დაკავშირებულია მის ორგანიზაციასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“.

„დღეს კვლავ მომაკითხა გამომძიებელმა და ოფიციალურად წარმომიდგინა ბრალდება ახალ საქმესთან დაკავშირებით. თურმე ექსტრემისტული ორგანიზაცია შევქმენი, რათა ზიზღი გამეღვივებინა ხელისუფლებისა და ოლიგარქების მიმართ. და როცა ციხეში ჩამსვეს, ამაზე აღშფოთება გავბედე (რა სულელი ვარ) და მიტინგების მოწოდებით გამოვდიოდი. ჩემს განაჩენს კიდევ 15 წელი უნდა მიუმატონ,“ – ამბობს ნავალნი.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოძრაობა 2021 წლის ივნისში „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს და გააუქმეს. ანალოგიური ბრალდებები უკვე წაუყენეს ნავალნის რამდენიმე თანამებრძოლს.

ნავალნი შარშან დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას მკურნალობდნენ მოწამვლის გამო. ევროპულმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაასკვნეს, რომ პოლიტიკოსი საბჭოთა ტიპის ნერვულ-პარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S