
მაკრონი: „უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს კონტინენტის მოწყობასთან დაკავშირებით“
31/05/2022 15:05:43 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უნდა გადაიხედოს მიდგომები კონტინენტის მოწყობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მაკრონი ფიქრობს, რომ ეს არ შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებით, რადგან ის ხანგრძლივი პროცესია.
ამასთან, მაკრონმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას თქვა ისიც, რომ „ამ სენსიტიურ საკითხზე კომისიისანგარიშზე დაყრდნობით იქნება დებატები ივნისში“.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო საფრანგეთის მზაობის შესახებ, გააკეთოს მკაფიო სიგნალი მრავალი ქვეყნისთვის. ასევე მინდა, ვისაუბრო მექანიზმზე, ეს არის მექანიზმი, რომელიც გაწევრიანების პროცესის შემავსებელია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს კონტინენტის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებით, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი. სწორად ამიტომ, რამდენიმე კვირის წინ მე შევთავაზე ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური ჩარჩოს პერსპექტივა, რეგულარული შეხვედრებით და სესიებით. შეკრება კონტინენტზე, რომელზეც ყველა სახელმწიფო იზიარებს ერთნაირ ღირებულებებსა და ფასეულობებს, საქმე აქვს გეოპოლიტიკასთან, სტრატეგიასთან, თავდაცვასა და ენერგეტიკასთან, ინფრასტრუქტურასა და ა.შ. მინდა, უახლოეს კვირებში დავიწყო ეს ინიციატივა“, – განაცხადა მაკრონმა.