Accentnews.ge
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა იგზავნება

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა იგზავნება

31/05/2022 14:58:57 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 58.8%–ით მოიმატა და 308.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5%–ით 25.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, – 704.9%–ით ყაზახეთიდან და 156.6%–ით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 17.5 და 1.8 პროცენტული პუნქტებით აისახა.

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები აპრილში რეკორდულად მაღალი იყო და 133 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.

ფულადი გადმორიცხვები თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა, ხოლო სომხეთიდან მცირედით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში წლიურ დონეზე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები 5.8% –ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გერმანიიდან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა კვლავ შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან და ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ეროვნული ბანკის ცნობით, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში 43.2%–ით რუსეთი, 27.9%–ით ევროკავშირის ქვეყნები და 8.1%–ით აშშ წარმოადგენდა.

"ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S