
"გერმანია ევროპაში NATO-ს უდიდესი არმია გახდება" – შოლცი
31/05/2022 14:34:13 ევროპა
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მალე ქვეყანა ევროპაში ნატოს ყველაზე დიდი არმია გახდება.
მისი თქმით, გერმანია საკუთარ თავდაცვაში ფულს ევროპის უსაფრთხოებისთვის აბანდებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი 100 მილიარდი ევროთი.
GFP-ის ინდექსის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ქვეყნების არმიების ძალებს ზომავს, გერმანიას შეიარაღებული ძალების კუთხით ევროპაში ნატოს 3 ქვეყანა უსწრებს: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.