თურქეთის საგარეო უწყებაში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები დაიბარეს
31/05/2022 13:38:10 მსოფლიო
თურქეთში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტები გადასცეს, – იუწყება თურქული მედია.
მისი ცნობით, დიპლომატების დაბარების მიზეზი საფრანგეთსა და გერმანიაში „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრების მიერ გამართული საპროტესტო აქციები გახდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.


