უკრაინის პარლამენტმა სახალხო დამცველს უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა
31/05/2022 12:59:51 მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დენოსოვას წინააღმდეგ ხმა 234-მა დეპუტატმა მისცა.
ხსენებული გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნა მექანიზმი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის: ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებს. “უნიანის“ ინფორმაციით, 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.


