Accentnews.ge
უკრაინამ ომის დანაშაულისთვის კიდევ ორი რუსი სამხედრო გაასამართლა

უკრაინამ ომის დანაშაულისთვის კიდევ ორი რუსი სამხედრო გაასამართლა

31/05/2022 11:51:25 მსოფლიო

პოლტავას ოლქის სასამართლომ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 რუს ჯარისკაცს ალექსანდრე ბობიკინს და ალექსანდრე ივანოვს, რომლებმაც, გამოძიების ცნობით, ხარკოვის ოლქის სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს.

სამხედროები ომის წესებისა და კანონების დარღვევაში არიან ბრალდებულნი. პროკურატურამ მათთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც ყველაზე მკაცრი სასჯელია.

სასამართლოში სამხედროებმა დანაშაული აღიარეს.

23 მაისს უკრაინაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუს სამხედროს ვადიმ შიშიმარინს. იგი პირველი რუსი ჯარისკაცია, ვინც უკრაინაში გაასამართლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S