
1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლის წესები იცვლება
31/05/2022 11:37:40 საზოგადოება
1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„გერმანიაში შესვლის გამარტივებული კორონარეგულაციები პირველი ივნისიდან:
გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა;
გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს;
ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.