Accentnews.ge
ლატვიის პრემიერი: "რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი"

ლატვიის პრემიერი: "რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი"

31/05/2022 10:42:18 მსოფლიო

ლატვიის პრემიერ-მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშის განცხადებით, რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილი აქვთ რუსეთის ენერგო დამოკიდებულებას თავი დააღწიონ.

"გუშინ ჩვენ სანქციების მეექვსე რაუნდზე შევთანხმდით, რომელიც ნავთობს მოიცავს, ეს რუსეთის ნავთობის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს შეამცირებს. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი ამბავი. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა რუსეთს კიდევ უფრო გაურთულდეს უკრაინაში აგრესიული ომის დაფინანსება," - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S