Accentnews.ge
ომის 97–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 97–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

31/05/2022 08:09:29 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 30500 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 31 მაისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 30500 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1358 (+9),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3302 (+20),
  • საარტილერიო სისტემები - 649 (+6),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 207 (+2),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93,
  • თვითმფრინავი - 208 (+1),
  • ვერტმფრენები - 174,
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2275 (+11),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 515 (+8),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 48,
  • საკრუიზო რაკეტა – 120 (+2).

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 31 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცკში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის მიასადგომებში მიმდინარეობს:

"რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის ქვედანაყოფები ჩრდილოეთიდან მიმავალი ძალების ცენტრალური ჯგუფის მხარდაჭერით, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ამასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთმა ძალების კონცენტრირებით უფრო ადგილობრივ წინსვლას მიაღწია".

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალების მთავარი მიზანი სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ტერიტორიის ოკუპაციაა. ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთმა სევეროდონეცკის მიღმა ტერიტორიულ წინსვლას უნდა მიაღწიოს, მათ შორის ქალაქ კრამატორსკისა და დნეპრო-დონეცკის მთავარ გზაზე კონტროლის დამყარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S