
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა
31/05/2022 05:15:21 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური მაცხოვრის ტაძარში იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა გააცილა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და დელეგაციის წევრებს ტაძრის ისტორიასა და იქ დაცულ სიწმინდეებზე ესაუბრა.