
"რუსული არმია უკრაინის დასახლებებზე შტურმს ორი მიმართულებით ახორციელებს" - უკრაინის გენშტაბი
31/05/2022 07:35:21 ევროპა
რუსეთის ფედერაციის არმია სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით შტურმს ახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსული ძალები ლიმანზე შეტევისთვის ემზადებიან.
“ლიმანის მიმართულებით მტერი თავდასხმისთვის ემზადება. სევეროდონეცკის მიმართულებით, ოკუპანტები ახორციელებენ შტურმს სევეროდონეცკის და ტოშკოვკას დასახლებების რაიონებში, ბრძოლა გრძელდება,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ბახმუტის მიმართულებითაც.
„ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა განახორციელეს საბრძოლო და თავდასხმის ოპერაციები ზოლოტოეს, კამიშევახას, ნირკოვოეს, ბერესტოვოეს, პოკროვსკოეს, დოლომიტნოეს დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბრძოლა გრძელდება,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 31 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცკში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის მიასადგომებში მიმდინარეობს:
"რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის ქვედანაყოფები ჩრდილოეთიდან მიმავალი ძალების ცენტრალური ჯგუფის მხარდაჭერით, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ამასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთმა ძალების კონცენტრირებით უფრო ადგილობრივ წინსვლას მიაღწია".