
ევროპული საბჭო: "საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის საკითხს ივნისში დავუბრუნდებით"
31/05/2022 07:21:21 ევროპა
ევროპული საბჭოს განცხადებით, საბჭო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ივნისში დაუბრუნდება.
"ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის აპლიკაციებზე მოსაზრების მომზადებას და აღნიშნულ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება".– წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა სამმა ქვეყანამ წევრობაზე განაცხადი გააკეთეს და შეავსეს შესაბამისი კითხვარი.ამჟამად ქვეყნები შევსებული დოკუმენტის შეფასების მოლოდინში არიან, რის შემდეგაც წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს.