Accentnews.ge
თანამდებობა დატოვა პუტინის მრჩეველმა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 22 წლის განმავლობაში იკავებდა – მედია

თანამდებობა დატოვა პუტინის მრჩეველმა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 22 წლის განმავლობაში იკავებდა – მედია

31/05/2022 06:44:28 მსოფლიო

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის სიძემ ვალენტინ იუმაშევმა ვლადიმირ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა,– იუწყება Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყარო ელცინ-ცენტრის დირექტორის მოადგილე ლიუდმილა ტელენია, რომლის სამეურვეო საბჭოს წევრიცაა იუმაშევი. ტელენის თქმით, იუმაშევმა თანამდებობა ჯერ კიდევ აპრილში დატოვა.

"ეს მისი ინიციატივა იყო", - თქვა მან.

ვალენტინ იუმაშევი ელცინის შვილზეა დაქორწინებული, 1997-1998 წლებში იგი ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

იმის შესახებ, რომ იუმაშევი პუტინის მრჩეველი იყო 2018 წელს გახდა ცნობილი. მაშინ გაჟღერდა, რომ მრჩევლად უკვე 18 წელია მუშაობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S