Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "წარმატებული შეტევის დროს სოფელ მიკოლაევკაში რუსებმა უკან დაიხიეს"

უკრაინის გენშტაბი: "წარმატებული შეტევის დროს სოფელ მიკოლაევკაში რუსებმა უკან დაიხიეს"

30/05/2022 19:16:00 მსოფლიო

უკრაინის ძალების წარმატებული შეტევის დროს ხერსონის ოლქში, სოფელ მიკოლაევკაში რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს, – იუწყება უკრაინის გენშტაბი.

"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია ხერსონის ოლქის მიკოლაევკას დასახლებიდან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, რუსეთის შეტევა ქალაქ სევეროდონეცკზე გრძელდება. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ქალაქში და მის გარშემო.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S